Thumbnail

სამსართულიანი შენობა, რომელიც ნიონში, ჟენევის ტბასთან, Route de Genève 46-ში მდებარეობს, ამ დღეებში მიტოვებულივითაა. მხოლოდ ერთი-ორი ადამიანი თუ ჩაურბენს. უეფას შტაბბინამ ყველა თანამშრომელი სახლში, ე.წ. Home Office-ში გაუშვა.

თუმცა უეფა ამ დღეებში მუშაობს. მუშაობს გეგმაზე, როგორ უნდა დასრულდეს ეს სეზონი. სამშაბათს გამართული ონლაინ-კონფერენციების შემდეგ ბევრი რამ გადაწყდა, თუმცა ყველაფერი საჯაროდ არ თქმულა. გერმანულ გაზეთ ‘ბილდ ამ ზონთაგს’ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის სეზონების დასრულების ყველა შესაძლო ვარიანტს მოიცავს.

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

ამ SOS-გეგმაში ყველა მთავარი ის არის, რომ უეფას წინასწარ სეზონის გაგრძელების 7 მოდელი აქვს შემუშავებული. ოღონდ, სეზონი გაგრძელდება მაშინ, როცა ამის ნებართვას უეფა სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიიღებს. შვიდივე მოდელს ერთი რამ აქვს საერთო: ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყველა მათგანში 27 ივნისსაა ჩანიშნული (სტამბოლში).

📌 პირველი შესაძლო “რესტარტი” 14 აპრილსაა დაგეგმილი. ამ სცენარით, ჩემპიონთა ლიგა ფორმატის უცვლელად გაგრძელდება, ეროვნული ჩემპიონატების პარალელურად (თუნდაც მაყურებლების გარეშე).

📌 მეორე ვარიანტია სეზონის გაგრძელება 28 აპრილს, რაც ტურნირში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. მართალია, ფორმატი არ შეცვლება, მაგრამ შევიწროვდება (“squeezed”). ამ გეგმის განხორციელებადობა უეფას სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული პრემიერლიგასთან, ლა ლიგასთან, კლუბების გაერთიანება ECA-სთან და ა.შ.

📌 რეალური ვერსიაა, რომ მეოთხედფინალიდან მხოლოდ ერთმატჩიანი დუელები ვნახოთ - რომელი კლუბი ითამაშებს საკუთარ მოედანზე, ეს წილისყრით გადაწყდება.

📌 სხვა ვერსიებში სეზონის 5 მაისს განახლებაა ჩანიშნული და ეს ვარიანტი ფორმატს შეცვლის („adapted“). ამ შემთხვევაში შესაძლებელია ფინალური ოთხთა ტურნირის ჩატარება 4 ნახევარფინალისტს შორის. მაგალითად, ოთხშაბათს (24.6) და ხუთშაბათს (25.6) სტამბოლში ნახევარფინალური მატჩები გაიმართება (მხოლოდ 1-მატჩიანი), ხოლო შაბათს, 27 ივნისს კი ფინალი.

ასეთივე გეგმებია ევროპალიგასთან დაკავშირებითაც, რომლის ფინალი 24 ივნისს, რომლის ფინალი გდანსკშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები