Thumbnail

‘ჩემზე ნუ იდარდებთ’ - ფათიჰ თერიმს კორონავირუსი დაუდგინდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

გალათასარაის მთავარ მწვრთნელ ფათიჰ თერიმს ახალი კორონავირუსი აქვს! ლეგენდარულ თურქი სპეციალისტის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ინფორმაცია 66 წლის თერიმმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა.

“საავადმყოფოში ვარ, საუკეთესო ექიმების ხელში. ჩემზე ნუ იდარდებთ. როგორც კი საშუალება მომეცემა, კიდევ დავპოსტავ,” - დაწერა ფათიჰ თერიმმა ტვიტერზე.

ფათიჰ თერიმ თურქული ფეხბურთის ლეგენდარული მწვრთნელია. მან თურქეთის ნაკრები ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გაიყვანა. თერიმი 2017 წელს გალათასარაის მეოთხედ ჩაუდგა სათავეში. 2000 წელს მან გალას უეფას თასი მოაგებინა.

დღევანდელი მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის სულ 1 529 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 37 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღემდე 381 761 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსმა უკვე იმსხვერპლა 16 558 ადამიანის სიცოცხლე. გამოჯანმრთელდა 102 429 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები