Thumbnail
  • Ultimaterugby-მ მამუკა გორგოძე სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა
  • გორგოძემ ბორჯღალოსნების კვართი 3 მსოფლიო თასზე მოირგო

სარაგბო ვებგვერდმა Ultimaterugby-მ იმ მორაგბეების სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომლებმაც საერთაშორისო კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულეს. სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ბორჯღალოსანი მამუკა გორგოძე.

''ის ტურნირამდეც პენსიაზე იყო და ნაკრებს მისი დასრულებისთანავე დაემშვიდობა. გორგოძე ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზე თანაგუნდელების თხოვნით დაუბრუნდა და საქართველოს ერთ-ერთმა უდიდესმა მორაგბემ, საერთაშორისო მატჩების რაოდენობა 75-მდე გაზარდა. მის თამაშებს 2003-იდან 2019 წლამდე ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს. მას განსაკუთრებით კარგი თამაშები 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე ჰქონდა", - წერს Ultimaterugby გორგოძეზე.

სიმბოლური ნაკრები: 15. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია), 14. DTH ვან დერ მერვე (კანადა), 13. რაიან კროტი (ახალი ზელანდია), 12. სონი ბილი უილიამსი (ახალი ზელანდია), 11. კენკი ფუკუოკა (იაპონია), 10. კრისტიან ლეალიიფანო (ავსტრალია), 9. უილ გენია (ავსტრალია), 8. ლუის პიკამოლი (საფრანგეთი), 7. დევიდ ფიქოქი (ავსტრალია), 6. ჯონ ბარკლი (შოტლანდია), 5. სებასტიან ვაჰამაჰინა (საფრანგეთი), 4. მამუკა გორგოძე (საქართველო), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 2. რორი ბესთი (ირლანდია), 1. ტენდაი მტავარირა (სამხრეთ აფრიკა).

კომენტარები

ბოლო ამბები