Thumbnail

NBA | დეტროიტის კალათბურთელი გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

დეტროიტ პისტონსის ფორვარდი კრისტიან ვუდი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა. ეს ინფორმაცია კალათბურთელის აგენტმა ადამ პენსაკმა CBS Sports-ს დაუდასტურა.

“შემიძლია გითხრათ, რომ იგი უკვე სრულიად ჯანმრთელია და თავს შესანიშნავად გრძნობს,” - განაცხადა ვუდის აგენტმა.

24 წლის კრისტიან ვუდი ერთ-ერთია NBA-ს იმ 10 მოთამაშეს შორის, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 15 მარტს გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო სეზონი შეჩერებულია. კალათბურთელები კარანტინში იმყოფებიან.

დღევანდელი მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსის 68 581 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1 036 და გამოჯანმრთელდა 428 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული - გარდაიცვალა 22 025 და გამოჯანმრთელდა 117 563 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები