Thumbnail

ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა დულგას კოშტამ, რომელიც ბრაზილიაში იმყოფება, თვითიზოლაციის წესი დაარღვია და შესაძლოა იტალიური კლუბის პრეზიდენტის, ანდრეა ანიელის მხრიდან სანქციები მიიღოს.

დუგლას კოშტამ იტალია, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს, 21 მარტს, კარანტინის დასრულებამდე დატოვა და ბრაზილიაში დარუნდა. მაგრამ როგორც ირკვევა, 29 წლის ფეხბურთელი თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით არ იცავს. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დუგლასის მეგობარმა გოგომ, ნატალია ფელიქსმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი დროს ღია ცის ქვეშ ატარებს.

თავის მხრივ, დუგლას კოშტა თავისი პროფესიონალიზმის აფიშირებას ცდილობს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ნახევარმცველი სპორტული ფორმის შენარჩუნებას. 

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელთა შორის კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა - ვირუსული ინფექცია პაულო დიბალას, ბლეზ მატუიდისა და დანიელე რუგანის გამოუვლინდათ.

კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს, ჩინეთში იფეთქა, პანდემიის შესახებ კი 11 მარტს გამოცხადდა. საშიშმა ვირუსმა 150-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა და 530 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 24 ათასზე მეტი შემთხვევა, 122 ათაზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები