Thumbnail
  • თორნიკე შენგელია ბასკონიას ბოლო ათწლეულის საუკეთესო რვა კალათბურთელში მოხვდა
  • ქართველმა კალათბურთელმა მეოთხედფინალი მოიგო და ფინალისთვის იბრძვის

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ბასკონიას კაპიტანი, თორნიკე შენგელია ვიტორიული კლუბის ბოლო ათწლეულის საუკეთესო რვა კალათბურთელში მოხვდა. რვა კალათბურთელის შერჩევის შემდეგ, ბასკონიამ ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა გულშემატკივარს მიანდო.

შენგელიას პირველი მეტოქე მეოთხედფინალში ნემანია ბიელიცა იყო, რომელსაც თორნიკემ დიდი უპირატესობით აჯობა. ქართველ კალათბურთელს ხმების 69,2% დაუგროვდა და ნახევარფინალში გავიდა.

შენგელიას მეტოქე ნახევარფინალში ვინსენ პორიეა. გამოკითხვა რამდენიმე საათის წინ დაიწყო და კვირას სრულდება. თორნიკე ჯერჯერობით მარცხდება და ფინალში პორიე გადის. თუ შენგელია ფინალში გავა, მისი მეტოქე შეინ ლარკინი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში მაიჯ ჯეიმსს აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები