Thumbnail

ხელფასები შემცირებულია! იუვენტუსი 90 მილიონ ევროს დაზოგავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ტურინის იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ხელფასების დროებით შემცირებაზე შეთანხმება მიღწეულია. ტურინული გრანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასების შემცირება შეეხება მარტს, აპრილს, მაისსა და ივნისს. “შეთანხმება მიღწეულია, მომდევნო კვირაში კი მოთამაშეებთან და სამწვრთნელო შტაბთან ბოლო დეტალებს დავაზუსტებთ,” - ვკითხულობთ იუვენტუსის განცხადებაში.

იუვეს მატჩი 8 მარტის (2:0 მილანის ინტერთან) შემდეგ აღარ ჩაუტარებია. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაგრძელდება კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყვეტილი სეზონი. ტურინელები აცხადებენ, რომ თუკი ივლისამდე სეზონი გაგრძელდება, ხელფასების შემცირება აღარ შეეხება იმ თვეს, როცა გუნდი მატჩებს ჩაატარებს.

“მადლობას ვუხდით ყველა ფეხბურთელს და მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის, ურთულეს სიტუაციაში გამოჩენილი უდიდესი პასუხისმგებლობისთვის,” - ნათქვამია იუვენტუსის განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები