Thumbnail

ცნობილი ესპანური გაზეთის Marca-ს ორშაბათის ნომერში მთავარ თემად ბელარუსის უმაღლესი ლიგაა წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბელარუსის ჩემპიონატის ახალი სეზონი დათქმულ დროს დაიწყო, შეხვედრები კი ისევ გულშემატკივართა თანხლებით იმართება. 

"კორონავირუსის მიუხედავად, ბელარუსში ჩვეულ რეჟიმში თამაშობენ. ეს ამ დროისთვის უეფას ერთადერთი მოქმედი ტურნირია. გულშემატკივრებს ტემპერატურას სტადიონის შესასვლელში უზომავენ, ვირუსთან საბრძოლველად კი ქვეყნის პრეზიდენტი არყის სმის მოწოდებით გამოდის", - წერია გაზეთის პირველ გვერდზე.
 
ბელარუსის უმაღლეს ლიგაში, სადაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერი გამოდის, ორი ტურის მატჩები უკვე ჩატარდა. სხვათა შორის, მეორე ტურში გატანილი გოლებით თავ-თავიანთ გუნდებში გიორგი დიასამიძე და გიორგი ქანთარია გამოირჩნენ. 

📺 გოროდეა 0:2 შახტიორი (მიმოხილვა)

სოლიგორსკის შახტიორის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ სტუმრად გოროდეას (2:0) გაუტანა, ხოლო გროდნოს ნემანის მცველმა გიორგი ქანთარიამ 11-მეტრიანი ზუსტად ვიტებსკთან (2:0) საშიანო შეხვედრაში შეასრულა.

📺 ნემანი 2:0 ვიტებსკი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები