Thumbnail

ტოკიო 2020 | ოლიმპიური თამაშების ჩატარების ახალი ვადები ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნა 2021 წლის 23 ივლისს დაიგეგმა, ხოლო პარალიმპური თამაშების - 2021 წლის 24 აგვისტოს.

თამაშების დაწყების ახალი თარიღები ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა იოშირო მორიმ ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისად, ოლიმპიადა იმავე წლის 8 აგვისტოს დასრულდება, პარალიმპური თამშები - 5 სექტემბერს.

კორონავირუსის პანდემიამ ოლიმპიადის 2020 წელს ჩატარება შეუძლებელი გახადა

მორის თქმით, შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) პრეზიდენტთან, თომას ბახთან სატელეფონი საუბრის შედეგად მოხერხდა. 

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი გეგმის თანახმად, იაპონიის დედაქალაქს ოლიმპიადისთვის 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემასპინძლა, მაგრამ მისი გადავადება საჭირო კორონავირუსის პანდემიის გამო გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები