Thumbnail
  • გიორგი შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 11.4 პუნქტით მოიმატა
  • იბეროსტარ ტენერიფეს ქართველ ცენტრს დღეს 31 წელი შეისრულდა

ესპანური იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელსაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს, კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

საუბარია ესპანური Solobasket.com-ის სტატიაზე, სადაც შერმადინი სეზონის ყველაზე გაუმჯობესებული კალათბურთელების ჩამონათვალში მე-2 ადგილზე გავიდა და მხოლოდ სლოვენიელ კლემენ პრეპელიჩს ჩამორჩა.

აი, რას წერს Solobasket-ი ქართველი ლეგიონერის შესახებ, რომელიც დღეს იუბილარი გახლავთ და 31 წლის შესრულდა.

გიორგი შერმადინი (იბეროსტარ ტენერიფე)

+11.4 სარგებლიანობის კოეფიციენტი

"სარაგოსა, მორაბანკ ანდორა, უნიკახა და ახლა, იბეროსტარ ტენერიფე – ეს, იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელთაც ღირსებასაც შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში გამოჩენის (2013-14 წლების სეზონი) შემდეგ იცავდა.

ქართველი ცენტრი ლიგა ენდესაში ყოველთვის გამორჩეული ფიგურა იყო, თუ არ ჩავთვლით მალაგელთა რიგებში გატარებულ გასულ სეზონს, თუმცა, მიმდინარე ჩემპიონატმა ყველა კითხვა მოხსნა.

შერმადინმა ტენერიფელთა მაისურით ჩატარებულ სადებიუტო მატჩშივე (ბილბაო ბასკეტთან ) 23 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29-ს გაუტოლდა.

გასაკვირი არაა, რომ გიორგი მიმდინარე სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის უმთავრეს მაძიებელთა შორისაა და ფეხდაფეხ მიჰყვება ბარსელონას ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს.

გასულ სეზონთან შედარებით, შერმადინის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 11.4 პუნქტით არის მომატებული და ფაქტია, რომ ეს, უდიდესი ნახტომია.

ის, ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო მოთამაშედ 3-ჯერ აღიარეს".

2018-19: 18.0 წუთი, 9.5 ქულა, 4.7 მოხსნა, 0.6 პასი, 12.3 სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 მატჩში
2019-20: 27.0 წუთი, 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი, 23.7 სარგებლიანობის კოეფიციენტი 27 მატჩში

როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშეების რეიტინგში პირველ პოზიციაზე ბადალონას ხუვენტუტის სლოვენიელი ლეგიონერი კლემენ პრეპელიჩია (+16.8 სარგებლიანობის კოეფიციენტი).

2018-19: 11.0 წუთი, 4.2 ქულა, 0.5 მოხსნა, 1.0 პასი, 2.8 სარგებლიანობის კოეფიციენტი 2 მატჩში.
2019-20: 28.0 წუთი, 22.3 ქულა, 1.8 მოხსნა, 3.0 პასი, 19.6 სარგებლიანობის კოეფიციენტი 23 მატჩში.

კომენტარები

ბოლო ამბები