Thumbnail
  • იუვენტუსს გაბრიელ ჟეზუშის დამატება იანვრიდან მოყოლებული სურს
  • დულგას კოშტას და ხოსეპ გვარდიოლას ერთად უკვე უმუშავიათ

Calcio Mercato-ის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელის გაბრიელ ჟეზუშის შეძენას აპირებს. იტალიელებს ფეხბურთელის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდათ.

იანვარში იუვემ მანჩესტერეებს ფეხბურთელში 59 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა ბრაზილიელმა ინგლისი არ დატოვა. 23 წლის ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ჟეზუში სიტის იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ "ქალაქელების" მთავარ მწვრთელს პეპ გვარდიოლას მოთამაშე აღარ დასჭირდება.

შემეტევი სიტის ძირითადში იშვიათად ხვდება. გვარდიოლას ძირითადი ფორვარდი სერხიო აგუეროა და ესპანელი სპეციალისტი ჟეზუშს იშვიათად ათამაშებს. 

მსგავსი სიტუაცია არ მოსწონს თავად ფეხბურთელს და შესაძლოა, ინგლისი 2020 წლის ზაფხულში დატოვოს. იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს მაურიციო სარის მიაჩნია, რომ ჟეზუში კრიშტიანო რონალდოსთან ერთად საკმაოდ ძლიერ და სახიფათო შეტევით დუეტს შექმნის.

"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას არ მოსწონს, რომ სერია A-ში იუვეს საქმეები გაურთულდა. ისინი მზად არიან, გუნდის არგენტინელი შემტევი გონსალო იგუაინი გაუშვან და სწორედ მის ნაცვლად მიიყვანონ ჟეზუში.

ამჯერად ტურინიული გუნდი მზად არის, ტრანსფერში დუგლას კოშტაც ჩართოს. კოშტას გვარდიოლასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ისინი ერთად მიუნენის ბაიერნში იყვნენ. 29 წლის ბრაზილიელი იუვეს ძირითადში ხშირად ვეღარ ხვდება და შესაძლოა, კლუბის გამოცვლაზე სერიოზულად დაფიქრდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები