Thumbnail
  • ბელარუსში, შახტიორი-ნემანის მატჩში სამმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა
  • ორი ქართველი ძირითადში იყო, ერთი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო

გიორგი დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის გუნდმა, სოლიგორსკის შახტიორმა, ბელარუსის ჩემპიონატის მე-3 ტურში გიორგი ქანთარიას ნემანს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩში სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. შახტიორის რიგებში დიასამიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო შინდაგორიძე თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. სტუმართა რიგებში გიორგი ქანთარაიამ 90 წუთი ითამაშა. შინდაგორიძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო დიასამიძემ 85-ე წუთზე დატოვა მოედანი.

ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს და 5-6 ადგილებს იყოფენ. ნემანი მომდევნო ტურში ბელშინას უმასპინძლებს, ხოლო შახტიორი სმოლევიჩს ესტუმრება.

ბელარუსის ჩემპიონატი ევროპულ ლიგებს შორის ერთადერთია, სადაც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, პაუზა აქამდე არ გამოცხადებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები