Thumbnail
  • ტიაგო სილვას პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება
  • ბრაზილიელის მილანში დაბრუნება რეალურია
  • ის თავისუფალი აგენტია დაკლუბს თანხის გადახდა არ მოუწევს

ზაფხულში ფრანგულ პარი სენ ჟერმენს გუნდის მნიშვნელოვნად გადახალისება მოუწევს. კონტრაქტი რამდენიმე ლიდერს უმთავრდება. მათ შორის არის ტიაგო სილვა. ბრაზილიელს ფრანგული კლუბი ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ახალ კლუბს სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს.

კოვიდ 19-ის გავრცელების და ამით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ამ ზაფხულს კლუბებს ტრანსფერებში დიდი თანხების გადახდა ძალიან გაუჭირდებათ.

ყველაზე რეალური ტიაგო სილვას მილანში დაბრუნებაა. სილვა ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი სწორედ მილანში გახდა და მას კლუბთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. 2012 წელს მილანმა სილვა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად სწორედ ფინანსური პრობლემების გამო გაყიდა პსჟ-ში.

ერთადერთი პრობლემა ტიაგო სილვას პოტენციური ხელფასია. 36 წლის ვეტერანს მილანი იმ თანხას ნახევარსაც კი ვერ გადაუხდის, რასაც პარი სენ ჟერმენი უხდიდა.

სატრანსფერო წესების თანახმად, სილვას შეუძლია არც დაელოდოს სეზონის დასრულებას და ახალ კლუბს წინასწარ შეუთანხმდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები