Thumbnail

გაბრიელე გრავინა: სერია A აუცილებლად მინდორზე დასრულდება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

წინა კვირაში კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაადასტურა, რომ სერია A აუცილებლად დასრულდება და მისი ბედი ყველა შემთხვევაში მინდორზე გადაწყდება.

შესაბამისად, გამორიცხულია, როგორც პლეი ოფის ფორმატით ჩემპიონის გადაწყვეტა, ასევე ჩემპიონატის ნაადრევად დასრულება და ცხრილის არსებული შედეგების მიღება.

გრავინამ ისიც აღნიშნა, რომ წინასწარი გეგმის თანახმად, ჩემპიონატი მაისის ბოლოდან უნდა განახლდეს, თუმცა უკიდურეს შემთხვევააში, არ გამორიცხა აგვისტოში ან თუნდაც სექტემბერში თამაში.

ჩემპიონატის უთამაშებლად დასრულების შემთხვევაში, კლუბების ზარალი მხოლოდ სატელევიზიო ტრანსლიაციებიდან 700 მილიონ ევროზე მეტია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. კლუბებს აქვთ ვალდებულება, რომ სეზონი დაასრულონ. 

გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორიც. ევროპის ქვეყნებში COVID 19-ის გავრცელება ყველაზე ადრე იტალიაში დაიწყო და ბოლო დღეებია, როგორც დაღუპულთა, ასევე ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. შესაბამისად, იტალია ევროპულ ქვეყნებს შორის პიკს ყველაზე ადრე გადააგორებს. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არსებობს, რომ ზაფხულისთვის კლუბები თამაშის განახლებას, თუნდაც უმაყურებლოდ შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები