Thumbnail
  • 31 წლის ბელგიელი ნახევარმცველი სარდინიულ გუნდში იჯარით ირიცხება
  • რაჯა ნაინგოლანის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევროა

როგორც იტალიური სპორტული მედია იუწყება, კალიარი უარს იტყვის რაჯა ნაინგოლანის გამოსყიდვაზე და ფეხბურთელი ზაფხულში ინტერს დაუბრუნდება. 31 წლის ბელგიელი სარდინიულ გუნდში იჯარის წესით ირიცხება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 15 მილიონი ევროა.

ნაინგოლანი კალიარიში იდეალურად ჩაეწერა და სარდინიელები მზად იყვნენ ფეხბურთელის გამოსასყიდად, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო, კლუბი ფინანსურ კრიზისშია და ასეთ ვითარებაში, ტრანსფერზე უარის თქმა მოუწევს. შესაბამისად, ზაფხულში რაჯა ინტერს დაუბრუნდება და თუ სად გააგრძლებს კარიერას, ეს ზაფხულში გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები