Thumbnail

'20 წლის შემდეგ შემადგენლობას კომპიუტერი დააყენებს' - ამბობს არსენ ვენგერი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვენგერმა ფეხბურთის მომავალზე ისაუბრა
  • ფრანგი ამბობს, რომ მალე მწვრთნელის როლი შეიცვლება

"სადღაც 20 წლის შემდეგ, კაცი, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს, აუცილებლად ფეხბურთის სპეციალისტი აღარ იქნება." - ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში არსენალის ლეგენდარულმა მწვრთნელმა - არსენ ვენგერმა განაცხადა.

"მას კომპიუტერი ეტყვის ვინ დააყენოს შემადგენლობაში. კომპიუტერი გააკეთებს მატჩის წინ სისხლის ანალიზს, გაიგებს ფიტნეს ტესტის შედეგს, დაითვლის ცხიმიანობის პროცენტს და გადაწყვეტს როგორი თერთმეტეულის დაყენება ჯობია."

"მომავლის მწვრთნელი იქნება უბრალოდ ჭკვიანი კაცი, რომელიც ტექნოლოგიებით სავსე ინტერაქციულ მსოფლიოში, საქმეს თავს კარგად გაართმევს. წარმოგიდგენიათ მომავალში რა გველის? შეიძლება გულშემატკივართა ონლაინ ხმის მიცემით შეიცვალონ ფეხბურთელი შესვენებაზე."

კომენტარები

ბოლო ამბები