Thumbnail

ჟოზე მოურინიო გამოიჭირეს - ტოტენჰემში კარანტინის წესებს არ იცავენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლონდონში კარანტინის წესები დაარღვია. ინგლისური მედიის ინფორმაციით, 57 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, ღია ცის ქვეშ ვარჯიში ჩაატარა და ეს უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფით გააკეთა.

მოურინიო და ტოტენჰემის ფეხბურთელები ლონდონის ერთ-ერთ პარკში

კორონავირუსის პანდემიის გამო, დიდ ბრიტანეთის ხელისუფლებამ  ნებისმიერი ტიპის ჯგუფური ვარჯიში აკრძალა. ფიზიკური აქტივობა ნებადართული მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთადაა, რომლებთან ერთადაც პირი კარანტინს ატარებს.

ჟოზე მოურინიოს წვრნთას ტანგი ნ’დომბელე, სერჟ ორიე, რაიან სესენიონი და დავინსონ სანჩესი ესწრებოდნენ, რომლებიც პორტუგალიელთან მეზობლად ცხოვრობენ. ფეხბურთელებმა იძუნძულეს და რამდენიმე სავარჯიშო შეასრულეს, მაგრამ სათანადო დისტანციას არ იცავდნენ.

"ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი ინფორმირებულია, რომ საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა სუფთა ჰაერზე ვარჯიშის დროს. ამის შესახებ მომავალშიც ვილაპარაკებთ", - განაცხადა ტოტენჰემის წარმომადგენელმა მედიასთან.

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 29 ტურის შემდეგ, ლონდონის ტოტენჰემს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ჟოზე მოურინიოს გუნდს ევროსაგზურების ზონამდე 4 ქულა აშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები