Thumbnail

რეალმა ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა - კროოსი უკმაყოფილო იქნება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მადრიდის რეალმა თავის ოფიციალურ საიტზე გამოცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო, კლუბში ხელფასები შემცირდება. 

როგორც ირვევა, ანაზღაურების შემცირებას "სამეფო კლუბის" ყველა ფეხბურთელი და კალათბურთელი დათანხმდა, ასევე - მწვრთნელები. ხელფასები 10-20%-ით, იმისდა მიხედვით დაიკლებს, თუ როგორ გადაწყდება სეზონის დარჩენილი ნაწილის ბედი.

მოლაპარაკებებში მონაწილეობა გუნდების კაპიტნებმა მიიღეს. საფეხბურთო გუნდს სერხიო რამოსი წარმოადგენდა. მოთამაშეებისა და მწვრთნელების ანაზღაურების კლებით, რეალი პერსონალისთვის სრული ხელფასების დარიგებას შეძლებს.

"რეალი ამაყობს ყველა იმ ადამიანით, ვინც ამ დიდი ოჯახისა და ღირებულებათა კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასეთ რთულ დროში იძენს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. 

ტონი კროოსის აზრით, ხელფასების შემცირება კარგი გადაწყვეტილება არაა

სხვათა შორის, მანამდე ხელფასების მოსალოდნელ შემცირებას მხარი გუნდის გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა არ დაუჭირა. 

"ხელფასების შემცირება ამაო მსხვერპლია. მომხრე ვარ იმისა, რომ ფეხბურთელებმა სრულებით მიიღონ გასამარჯელო და შემდეგ გააზრებულად წარმართონ ის ქველმოქმედებაში. არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ", - ამბობდა მედიასთან კროოსი.

ესპანეთის 2019/20 წლების ჩემპიონატი პანდემიის გამო შეწყვეტილია. ამ დროისთვის პრიმერაში 27 ტურია ჩატარებული, სატურნირო ცხრილს კი 58 ქულით ბარსელონა ლიდერობს. ზინედინ ზიდანის გუნდი კატალონიელებს 2 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილს იკაებს.

კომენტარები

ბოლო ამბები