Thumbnail

ოლიმპიადა შესაძლოა არც 2021 წელს ჩატარდეს - იაპონიაში ეჭვობენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის ტოშირო მუტოს თქმით, გარანტია იმისა, რომ გადადებული თამაშები მომავალ წელს მაინც გაიმართება, არ არსებობს. 
 
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშები, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, 2021 წლის ივლის-აგვისტოში გადაავადა.

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას აგრძელებს

"არ მგონია, ვინმეს შეეძლოს თქმა, მოხდება თუ არა პანდემიის გაკონტროლება მომავალი წლის ივლისამდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე დაბეჯითებით პასუხის გაცემა არ შეგვიძლია. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თამაშების მოსამზადებლად მუხლჩაუხრელი შრომაა. იმედი გაქვს, რომ მომავალ წელს კაცობრიობა შეძლებს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისზე გამარჯვებას", - უთხრა მუტომ ჟურნალისებს.

2020 წლის ოლიმპიადა პირველია თამაშების ისტორიაში, რომელიც თავდაპირველად დათქმულ ვადებში არ გაიმართება. ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა 24 ივლისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 24 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და თამაშების ორგანიზატორებმა მისი ერთი წლით გადადების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს.

ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლი უკვე ჩატანილი აქვთ

საიტ Worldometers-ის 10 აპრილის მონაცემით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში მილიონ 600 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 95 ათასე მეტი ადამიანი, 355 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები