Thumbnail

საფრანგეთში სეზონის დასრულების ვადა დათქვეს და ახალი დაგეგმეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ დაადგინა ვადები, როდესაც ქვეყნის 2019/20 წლების მიმდინარე ჩემპიონატი უნდა დასრულდეს და მომდევნო დაიწყოს. 

ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება, რომლის ცნობით, სეზონი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაპაუზებულია, 25 ივლისს უნდა დასრულდეს, 2020/21 წლების სეზონის სტარტი კი 23 აგვისტოს დაიგეგმა.

საფრანგეთის ჩემპიონატი, სხვა სპორტული ღონისძიებების მსგავსად, პანდემიის გამო შეაჩერეს და იმ დროისთვის ლიგა 1-ში 28 ტური იყო ჩატარებული. სატურნირო ცხრილის სათავეში პარი სენ-ჟერმენია 68 ქულით (პარიზელებს ერთი მატჩი რეზერვშიც აქვთ). მეორე პოზიციას მარსელი იკავებს, რომელიც ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.

კორონავირუსის ინფექციამ გასლი წლის მიწურულს, ჩინეთში იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1,7 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. დაავადებამ 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 370 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები