Thumbnail
  • გიორგი შერმადინმა ესპანურ პრესასთან სამ თემაზე ისაუბრა
  • თვითიზოლაცია, მეგობრებთან ურთიერთობა და ლიგის გადადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ტენერიფეს კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა ესპანურ დეპორპრესთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. გიორგი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში და ცდილობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დაიცვას.

''იზოლაციაში ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ ბედნიერი ვარ და გამიმართლა, რომ ოჯახთან ერთად ვარ. ერთად კარგ დროს ვატარებთ. ბავშვებს ვეთამაშები, რის შემდეგაც ვვარჯიშობ. ვუყურებ ფილმებს და მეგობრებს ველაპარაკები საქართველოში.

თანაგუნდელებმა სასაუბრო შევქმენით, სადაც სასაცილო და სახალისო ფოტოებს ვაგზავნით, რითიც ერთმანეთს ვამხნევებთ. 

ჩემპიონთა ლიგის ოქტომბერში გადადება ძალიან სწორი საქციელია. ახლა ერთმანეთის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. მივესალმები ყველა ქომაგს. ჩვენ მალე ვნახავთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა სახლში უნდა დავრჩეთ'', - განაცხადა გიორგი შერმადინმა.

კომენტარები

ბოლო ამბები