Thumbnail

ისევ სუპერგოლი! გაბრიელ რამოსს ბელარუსში ვერ აჩერებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო ბათუმის ყოფილმა ფეხბურთელმა ბელარუსში მეორე გოლი გაიტანა
  • რამოსის გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა

ბელარუსში ფეხბურთის თამაშს ისევ აგრძელებენ. იქ უკვე მე-4 ტურის მატჩები ტარდება. ტორპედომ ამ ტურში ენერგეტიკს უმასპინძლა და 2:0 მოუგო.

მასპინძელთა მხრიდან მე-2 გოლი დინამო ბათუმის ყოფილმა ფეხბურთელმა გაბრიელ რამოსმა გაიტანა. ბრაზილიელმა ჩემპიონატში მეორედ გამოიჩინა თავი და ეს გოლიც ეფექტური გამოვიდა. ტორპედო 9 ქულით ბელარუსის ჩემპიონატის ლიდერია.

გაბრიელ რამოსის პირველი გოლიც საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მან პირველ ტურში სოლიგორსკის შახტიორს გაუტანა. რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, გიორგი ქანთარიას ნემანმა ბელშინასთან ფრედ, 1:1 ითამაშა. ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის შახტიორი სმოლევიჩს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები