Thumbnail

კენი დალგლიში კარგადაა - ლივერპულის ლეგენდა კლინიკიდან გაწერეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლივერპულის ლეგენდა კენი დალგლიში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკიდან გაწერეს.

“საავადმყოფოში ნამდვილი გმირები ვნახე. მთელმა ქვეყანამ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ასეთი ექიმები გვყავს. მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ისინი დღე და ღამე დაუღალავად შრომობენ იმისათვის, რომ პანდემიას ებრძოლონ,” - განაცხადა 69 წლის დალგლიშმა Sunday Post-თან ინტერვიუში. ლეგენდარული შოტლანდიელის კორონავირუსით ინფიცირების ამბავი პარასკევს გახდა ცნობილი. მანამდე მას არანაირი სიმპტომები არ ჰქონია.

კენი დალგლიში ლივერპულის ცოცხალი ლეგენდაა. მას ლივერპულში ინგლისის ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული, ჩემპიონთა თასზე 3-ჯერ გაიმარჯვა და ევროპის სუპერთასიც აქვს აწეული. მწვრთნელის რანგში კენის ინგლისის ჩემპიონობა 3-ჯერ აქვს მოპოვებული და წლის საუკეთესო მწვრთნელადაც ამდენჯერვე არის დასახელებული.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 78 991 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 10 000-მდე ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 700 000-ს გადააჭარბა. სულ გარდაიცვალა 108 962 და გამოჯანმრთელდა 400 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები