Thumbnail

‘პატრიოტიზმის აქტი’ – დროგბას საჩუქარი ვირუსთან ბრძოლისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

კოტ დ’ივუარის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიდიე დროგბა მზადაა მის მიერვე აშენებული საავადმყოფო, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ აბიჯანში მდებარეობს, კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადაკვალიფიცირდეს.

აღნიშნული კლინიკა დროგბას სახსრებით 2016 წელს აშენდა და ის გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობით იყო დაკავებული, ახალი რეალობიდან გამომდინარე, პროფილის შეცვლას აპირებს.

კოტ დ’ივუარში COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს დაფიქსირდა, ამ დროისთვის კი, აფრიკულ ქვეყანაში უკვე 574 ადამიანია დაავადებული, ხოლო 5 გარდაიცვალა.

“დიდიეს ეს საჩუქარი მისი მხრიდან პატრიოტიზმის აქტის გამოვლინებაა”, - აღნიშნა აბიჯანის მერიის წარმომადგენელმა ტოჰ ბიმ.

სხვათა შორის, აღნიშნული საავადმყოფო მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმიანობისა, რომელიც ყოფილ ფეხბურთელს უკავშირდება.

დროგბას სპეციალური ფონდი აქვს შექმნილი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარებას მთელი კონტინენტის მასშტაბით უწევს.

კოტ დ’ივუარელ ფორვარდს კარიერის ყველაზე სახელოვანი პერიოდი ლონდონის ჩელსიში აქვს გატარებული.

მას “არისტოკრატთა” მაისურით ჩატარებულ 254 მატჩში 104 გოლი უგროვდება. დროგბას ეროვნული ნაკრების მაისურით 103 შეხვედრაში 63 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები