Thumbnail

‘სიკვდილით მემუქრებოდნენ’ – გობერმა შოკი გადაიტანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იუტა ჯაზის კალათბურთელმა რუდი გობერმა sport24.lefigaro-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გამოუვლინდა, მუქარით სავსე გზავნილებს იღებდა. როგორც ფრანგმა აღნიშნა, მას სიცოცხლის ხელყოფითაც კი აშინებდნენ.

“მწერდნენ, რომ სიცოცხლის ღირსი არ ვიყავი. ძალიან რთული დღეები მქონდა. ველოდი, ეს პერიოდი როდის გადაივლიდა.

როდესაც მე დავინფიცირდი, მაშინ აშშ-ში პანდემია არ იყო გამოცხადებული, ახლა კი, სხვაგვარი სიტუაციაა.

აღნიშნული ამბავი ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. NBA პირველი მსხვილი ორგანიზაცია იყო, რომელმაც მუშაობა შეწყვიტა.

ადამ სილვერმა, რომელიც ძალიან ჭკვიანი ადამიანია, სწრაფად და კარგად იმოქმედა”.

შეგახსენებთ, რომ გობერი პირველი იყო NBA-ს კალათბურთელებს შორის, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა.

ამ დროისთვის, აშშ პანდემიით ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. იქ უკვე 560 433 ადამიანია ინფიცირებული, 22 115 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები