Thumbnail

პრემიერლიგა 6 ივნისს განახლდება? მაისში საკონტროლო მატჩებს ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ინგლისში საფეხბურთო სეზონი, რომელიც კორონავირუსისგან გაურკვეველი დროით გახლავთ შეწყვეტილი, შესაძლოა, 6 ივნისს განახლდეს, ოღონდ, ცარიელი ტრიბუნების ფონზე.

ESPN-ს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინგლისის საფეხბურთო ლიგის (EFL) კლუბები სწორედ აღნიშნული თარიღის გარშემო თათბირობენ.

პარასკევს, პრემიერლიგის 20-ვე კლუბი ვიდეო-კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სეზონის დარჩენილი მატჩების განრიგზე იმჯელებენ.

ამასთან, გუნდები მინდორზე გასვლას ჯერ კიდევ მაისში აპირებენ, რათა გასახურებელი თამაშების ჩატარება მოასწრონ. თუკი, ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, საკონტროლო შეხვედრებს 16 მაისიდან ვიხილავთ.

დღესვე The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარჩენილი მატჩები 5 კვირის განმავლობაში ჩატარდება, შესაბამისად, კლუბებს 35 დღის განმავლობაში, კვირაში 2 მატჩის გამართვა მოუწევთ.

სხვა საქმეა, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია (FA) ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერანაირ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით უკვე 88 621 ადამიანია ინფიცირებული, 11 329 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები