Thumbnail

მინესოტა ტიმბერვულვზის ცენტრის კარლ-ენტონი ტაუნსის დედა ჟაკლინ კრუზი კორონავირუსით გარდაიცვალა. NBA-ს კლუბის ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი ცნობა და სამძიმარიც გამოქვეყნდა.

ტაუნსმა 25 მარტს ინსტაგრამზე ვიდეო განათავსა, სადაც მშობლის დაინფიცირების შესახებ იუწყებოდა. იმ დღიდან ჟაკლინი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

საინტერესოა, COVID 19-ით ამერიკელი კალათბურთელის მამაც დაავადდა, თუმცა, ის მალევე მომჯობინდა.

ცნობისთვის, NBA-მ სეზონი მას შემდეგ შეაჩერა, რაც დადებითი ტესტი იუტა ჯაზის ცენტრ რუდი გობერს აღმოაჩნდა.

მას შემდეგ, ვირუსი ლიგის კიდევ ერთ კალათბურთელს დაუდასტურდა, მათ შორის, გობერის თანაგუნდელ დონოვან მიტჩელსა და ბრუკლინის ვარსკვლავ კევინ დურანტს.

ამ დროისთვის, აშშ-ში კორონავირუსით უკვე 583 444 ადამიანია ინფიცირებული, 23 463 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები