Thumbnail

'არანაირი გეგმა B' - ტოკიოს ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადადებას არ აპირებენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორის მტკიცებით, არანაირი სარეზერვო გეგმა ოლიმპიადის კიდევ გადადების შესახებ, არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის ზაფხულში გაიმართება, თუმცა მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ორგანიზატორებს ოლიმპიადის კვლავ გადადება მოუწევთ.

ტოკიო 2020-ის წარმომადგენელმა მასა ტაკაიამ განაცხადა: "ახალი თარიღის შესაბამისად ვმუშაობთ, ჩვენ არ გვაქვს B გეგმა. ერთადერთი, რისი თქმაც დღეს შემიძლია, ის არის, რომ ოლიმპიადის ახალი თარიღები უკვე დადგენილია. ახლა ყველა მხარე ცდილობს, რომ გაისად ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩატარდეს". 

იაპონიაში ახალი კორონავირუსით 7.6 ათასი ადამიანი დაავადდა, მათგან 109 გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები