Thumbnail

ანტონიო კასანო: ასეთ ფეხბურთელში 120 მილიონის გადახდა სისულელეა

  • ანტონიო კასანომ ინსტაგრამლაივში ჟოაო ფელიქსის შესახებ ისაუბრა
  • იტალიელმა ხუთი ფავორიტი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა

იტალიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ანტონიო კასანომ ინსტაგრამლაივში ჟოაო ფელიქსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ფელიქსში ატლეტიკომ ძალიან დიდი თანხა გადაიხადა.

''120 მილიონ ევროზე მეტის გადახდა ჟოაო ფელიქსის ტრანსფერში, რომელსაც ბენფიკაში ერთი კარგი სეზონი ჰქონდა, ძალიან ბევრია. თუმცა მისი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია'', - განაცხადა კასანომ.

იტალიელმა 5 ახალგაზრდა ფეხბურთელიც დაასახელა, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს: სერჟ გნაბრი (ბაიერნი), კრისტიან პულიშიჩი (ჩელსი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი), მეისონ მაუნთი (ჩელსი).

''ორი თვის წინ აღვნიშნე, რომ მეისონ მაუნთი დიდი ტალანტი იყო. იგივე თქვა მესიმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალი ვარ!'' - თქვა კასანომ.

კომენტარები

ბოლო ამბები