Thumbnail
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით საქველმოქმედო მარათონი დაიწყო
  • ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ეთამაშოს მის ფავორიტ ლეგენდარულ მოჭადრაკეს

ეს ძალიან კარგი წამოწყებაა! ჭადრაკის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ, 3-პარტიან ონლაინ მატჩში გამოიწვიონ ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები, როგორებიც არიან ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები. 

საქველმოქმედო მარათონი სახელწოდებით “ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით 11 აპრილიდან დაიწყო და 21 აპრილამდე გაგრძელდება. მარათონში მონაწილეობის მიღება და ცნობილი მოჭადრაკის გამოწვევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აგიხსნით, როგორ:

1. რეგისტრირდებით საიტზე www.chess.com. ეს არის ჭადრაკის ონლაინ სივრცე და სოციალური ქსელი - ყველაზე პოპულარული და მრავალმომხმარებლიანი საიტი ჭადრაკის მოყვარულთათვის.

2. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში StopCov რიცხავთ მინიმუმ 100 ლარს.

3. მეილზე chesspoti@yahoo.com უკავშირდებით ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორ დავით კოდუას. უგზავნით StopCov ფონდში გადარიცხული თანხის დამადასტურებელ ნებისმიერ საბუთს და მეილში წერთ, რომელ მოჭადრაკესთან რა ფორმატის მატჩის გამართვა გსურთ.

4. ელოდებით საპასუხო შეტყობინებას.

გია გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი):
“ყველას აქვს სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსთან ბრძოლაში და მათ შორის მოჭადრაკეებსაც. ამიტომ, გაჩნდა ასეთი ინიციატივა: საჭადრაკო მარათონი, რომელშიც დიდი სიამოვნებით ჩაერთვნენ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები. ჭადრაკის ნებისმიერ მოყვარულს ეძლევა საშუალება, რომ სამი პარტია ითამაშოს პროფესიონალ ქართველ მოჭადრაკესთან, რომელსაც თვითონ აირჩევს. ამისთვის საჭიროა, რომ მსურველმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხოს მინიმუმ 100 ლარი და გამოიწვიოს სათამაშოდ მისთვის სასურველი მოჭადრაკე. როდესაც პანდემია გადაივლის და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მოვიწვევთ თითოეულ მათგანს ერთ სივრცეში და იქ უკვე ცოცხლად ექნებათ შესაძლებლობა დაუპირისპირდნენ ფავორიტ, ლეგენდარულ მოჭადრაკეებს."

მარათონის მონაწილეები

♟ საქართველოს მე-20 საუკუნის „ოქროს ნაკრები“ - ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი.

♟ საქართველოს ქალთა ნაკრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, მაია ლომინეიშვილი, სოფო ხუხაშვილი, ნინო ხომერიკი.

♟ საქართველოს ვაჟთა ნაკრები: ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე, ზურაბ სტურუა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, ლუკა პაიჭაძე.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მარათონის ყველა მონაწილეს შეუძლია ჭადრაკის სასახლეში ერთდროული თამაშის სეანსში მონაწილეობა და თითოეულ მათგანს საჩუქრად გადაეცემა წიგნი საყვარელი მოჭადრაკის ავტოგრაფით.

თამაშები გაიმართება 11 აპრილიდან 21 აპრილამდე - საერთაშორისო ონლაინპლატფორმა chess.com-ზე გახსნილ Georgian Chess Federation-ის გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დავით კოდუას (chesspoti@yahoo.com; 593 399 264 - ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორი) ან სოფო ნიკოლაძეს (sophonikola@hotmail.com; 593 246 256 - ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური).

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები