Thumbnail

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი და იტალიელი მცველი დანიელე რუგანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ - ეს ინფორმაცია დღეს ტურინის იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტურინული გრანდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მატუიდის და რუგანის ორ-ორმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მათი კარანტინი დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ რუგანი სერია A-ს პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - ეს 11 მარტს მოხდა. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი, ინფიცირებულთა სიაში მატუიდიც მოხვდა.

იტალია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა (აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ) - იქ სულ 162 488 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 21 067 და უკვე გამოჯანმრთელდა 37 130 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია თითქმის 130 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - თითქმის ნახევარი მილიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები