Thumbnail

მილანს სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი სურს, მაგრამ ის არ ჩქარობს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი არგენტინულ ურაკანს დაუკავშირდა და ბრიასკოს ტრანსფერზე მუშაობს
  • ნორბერტო ამბობს, რომ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება არ სურს

არგენტინული ურაკანისა და სომხეთის ნაკრების გარემარბს, ნორბერტო ბრიასკოს იტალიური მილანი კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

24 წლის ბრიასკოს შეტევაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის არგენტინაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა სომხური ფესვების გამო, სომხეთის ნაკრებში მიწვევას დათანახმდა.

''კლუბსა და ჩემს შორის კონტაქტი უკვე შედგა, მაგრამ არ ვჩქარობ. მსურს, რომ ურაკანისთვის ბოლომდე დავიხარჯო, რის შემდეგაც ევროპაში ვითამაშებ. ცხადია, კლუბი წინააღმდეგი არ იქნება, რომ მე ევროპაში წავიდე, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯერჯერობით ყველაფერი გაჩერებულია'' - განაცხადა ბრიასკომ.

ურაკანის შემტევს 41 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სომხეთის ნაკრების ფორმა 4-ჯერ მოირგო. მისი სრული სახელია ნორბერტო ალეხანდრო ბრიასკო ბალეკიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები