Thumbnail

ლივერპულის ფანი, რომელიც ჰილსბროს ტრაგედიას გადაურჩა, კორონავირუსმა იმსხვერპლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლივერპულის ცნობილი გულშემატკივარი, 65 წლის დეივ როლანდი, რომელმაც ჰოლსბროს ტრაგედია გამოირა, კორონავირუსისგან გარდაიცვალა. დეივი ავადმყოფობას ლივერპულის ერთ-ერთ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 31 წლის წინ, 1989 წლის, 15 აპრილს, ქალაქ შეფილდში, ჰილსბროს სტადიონზე დატრიალდა. ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე, რომელშიც ერთმანეთს ნოტინგემ ფორესტი და ლივერპული უპირისპირდებოდნენ, მასობრივი ჭყლეტა მოხდა, რასაც მერსისაიდული კლუბის 96 გულშემატკივარი შეეწირა. 

📋 მეტი ამ თემაზე:

96 დაღუპული - ჰილსბროს ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა

მაშინ, 34 წლის დეივ როლანდმა შეძლო და ჭყლეტას თავი დააღწია, მაგრამ ვერ მოახერხა მერსისაიდული კლუბის 17 წლის გულშემატკივრის, ჰენრი როჯერსის გადარჩენა, რომელიც პრაქტიკულად ხელში ჩააკვდა. იმ ტრაგიკული დღის ამსახველ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ფოტოსურათზე სწორედ დეივ როლანდია გამოსახული, რომელიც ნანგრევებთან მტირალი ზის და სახეზე ლივერპულის შარფი აქვს აფარებული.

დეივი იმ ტრაგიკული დღის შემდეგაც აგრძელებდა ლივერპულის ქომაგობას, ოღონდ - სტადიონების გარედან. ამასთან, როლანდი იყო ერთ-ერთი მოწმე სასამართლოში ტრაგედიის განხილვის დროს, ბოლო დრომდე კი ის საპროექტო მენეჯერად მუშაობდა, ემზადებოდა პენსიაზე გასასვლელად და ელოდა ლივერპულის ჩემპიონობას.

კომენტარები

ბოლო ამბები