Thumbnail

კორონავირუსით მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი ნორმან ჰანტერი გარდაიცვალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ინგლისის ნაკრებისა და ლიდს იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ნორმან ჰანტერი, 76 წლის ასაკში, კორონავირუსისგან გარდაიცვალა. მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა, საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით დაახლოებით ერთი კვირის მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს 

"ის ლიდსის ოჯახში უდიდეს სიცარიელეს დატოვებს. მისი დანატოვარი დავიწყებას არასდროს მიეცემა. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრი ნორმანის ოჯახსა და მეგობრებს დასტრიალებს", - ნათქვამია ლიდსის ოფიციალურ განცხადებაში.

ნორმან ჰანტერი ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი გახდა, 1968 წელს კი - ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. ჰანტერს ლიდსის შემადგენლობაში დებიუტი 1962 წელს, 18 წლის ასაკში ჰქონდა და მის ღირსებას 1976 წლამდე იცავდა. კლუბის შემადგენლობაში ნორმანი ორჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო თითოჯერ ინგლისის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა. 1988 წელს ის ლიდსის მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა.

ნორმან ჰანტერმა ლიდსის ღირსება 540 მატჩში დაიცვა

COVID 19-მა თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ დროისთვის პლანეტაზე დაავადების 2,1 მილიონი ფაქტია აღრიცხული. გარდაიცვალა 144 ათასზე მეტი ადამიანი, 540 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები