Thumbnail

ინგლისური კლუბები შეთანხმდნენ - სეზონი აუცილებლად დასრულდება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პრემიერლიგის 20-ივე კლუბს სეზონის დასრულება სურს
  • მათი შეთანხმებით, ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს
  • კლუბებმა გადაწყვეტილება პარასკევის ვიდეოკონფერენციაზე მიიღეს

ინგლისის პრემიერლიგის უკლებლივ ყველა, 20-ივე კლუბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სეზონი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, აუცილებლად უნდა დასრულდეს. პარასკევს ინგლისურ კლუბებს შორის მორიგი ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

მატჩების ჩატარება, რა თქმა უნდა, უმაყურებლოდ განიხილება

კლუბებმა ვერ დააწესეს ის ბოლო ვადა, თუ როდემდე უნდა ჩატარდეს დარჩენილი მატჩები, თუმცა შეთანხმდნენ, რომ სეზონი უნდა დასრულდეს. ინგლისური მედია პრემიერლიგაში სეზონის დასრულების სხვადასხვა სცენარებზე წერს. ‘მირორის’ ცნობით, 9 კლუბმა სეზონის 30 ივნისამდე დასრულების სურვილი გამოთქვა. სწორედ ამ დროს უმთავრდება ბევრ ფეხბურთელს კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში სულ 92 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ლივერპულს ორი გამარჯვება სჭირდება იმისათვის, რომ ნანატრი ჩემპიონობა გაინაღდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები