Thumbnail

დემიენ კომოლი ბრიტანულ სატრანსფერო ბაზარზე ცნობილი ადამიანია. სამი წელიწადი ის ტოტენჰემის სატრანსფერო პოლიტიკას უძღვებოდა, ორი წელიწადი იგივე საქმეს ლივერპულში აკეთებდა, ამჯერად კი ბრაიტონის მთავარი მენეჯერია. კომოლის თქმით, მას მუდმივი კონტაქტები აქვს აგენტებთან და მათზე დაყრდნობით შეუძლია განაცხადოს, რომ COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის გამო, ამ ზაფხულს ტრანსფერებისთვის ფული პრემიერლიგის მხოლოდ სამ კლუბს ექნება. 

უმეტეს შემთხვევაში, კლუბები მოთამაშეებს გაცვლიან ან ითხოვებენ. იმ სამ კლუბს შორის, რომელთაც სატრანსფერო თანხები ექნებათ, ორი მანჩესტერულია, კიდევ ერთი - ლივერპული.

იუნაიტედი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბია და ოლე გუნარ სულშერმა უკვე დაადასტურა, რომ მანჩესტერელები ამ ზაფხულს სატრანსფერო თანხები ექნებათ, სიტის მდიდარი მფლობელები ყავს საამიროებიდან, ხოლო ლივერპულმა ბოლო ორ სეზონში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, უეფადან დიდი თანხები მიიღო. 

მანვე დაადასტურა, რომ გულშემატკივარს თამაშების დასწრების უფლება კიდევ დიდი ხანი არ ექნება, თუმცა პრემიერლიგა ცარიელ ტრიბუნებზე უნდა განახლდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები