Thumbnail

'მოკლე დროში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა' - ვულვზმა ქეცბაიას სუპერგოლი გაიხსენა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ინგლისური ვულვერჰემპტონის ოფიციალურმა საიტმა რუბრიკაში Quiz | Goal of the day თემურ ქეცბაიას სუპერგოლი გაიხსენა შეფილდ უენსდეის კარში.

"ორშაბათის გოლი ვულვზის არქივიდან. საოცარი ძალის დარტყმა, გოლი ვულვზის 9-იანმა გაიტანა, რომელმაც "მოლინიუზე" სულ რაღაც ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ "მგლების" ფანებში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ქართველი ფორვარდი თემურ ქეცბაია ვულვზში ნიუკასლ იუნაიტედიდან გადავიდა, მან 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა ოქროსფერ-შავი მაისურით, მაგრამ ერთი მათგანი - შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ - განსაკუთრებული იყო. ეს იყო 2000/01 წლების სეზონის პირველი მატჩი და ქეცბაიას დებიუტი ვულვზში. 

ქეცბაიამ გუნდი წინ გაიყვანა, მისი დარტყმა ყუმბარისებული იყო 23 მეტრის მანძილიდან. გოლი კარგად გათამაშებულ საჯარიმოს მოყვა, "ბუებმა" გათანაბრება და ქულის გადარჩენა შეძლეს.

ქეცბაიას ამ გოლის საპატივცემულოდ, #WolvesTrivia-ზე ჩვენ თემურზე და 16 იმ ფეხბურთელზე თქვენს ცოდნას შევამოწმეთ, რომლებიც 2000 წლის 13 აგვისტოს უენსდეისთან მატჩის განაცხადში იყვნენ".

52 წლის ქეცბაია ამჟამად ანორთოსისის თავკაცია, მან 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად იმუშავა. ნიუკასლში გატარებული 3 წლის შემდეგ, ქეცბაია ნიუკასლმა ვულვერჰემპტონში გაყიდა. შემდეგ ქართველის კარიერაში შოტლანდიური დანდი იყო, 2002 წელს ის ანორთოსისში დაბრუნდა და 2006-ში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, თუმცა 2004 წლიდან უკვე კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები