Thumbnail
  • 'როდესაც ასეთი ფეხბურთელები მიდიან, ყოველთვის გული გვწყდება'
  • ალექს რაემ სიმბოლურ XI-ში ქართველი თავდამსხმელიც შეიყვანა

გლაზგოს რეინჯერსის ყოფილმა ვარსკვლავმა ალექს რაემ იმ ფეხბურთელთაგან, ვისთან ერთადაც უთამაშია, საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა და მასში ქართველი თავდამსხმელი შოთა არველაძეც შეიყვანა.

ცნობისთვის, რაე რეინჯერსის ღირსებას 2004-06 წლების სეზონში იცავდა და პირველივე სეზონში, არველაძესთან ერთად შოტლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ალექსმა არველაძე ასე დაახასიათა:

“ტექნიკური კუთხით, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვისთანაც მითამაშია. მისი შესაძლებლობები უსაზღვრო გახლდათ. არველაძე ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა, ამდენად, მასთან ერთად მინდორზე ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო. როდესაც ასეთი ფეხბურთელები მიდიან, გული ყოველთვის გვწყდება. შოთა გასახდელშიც გამორჩეული პიროვნება გახლდათ. ბიჭებს ის ძალიან უყვარდათ”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი გლაზგოური გუნდის ღირსებას 2001-05 წლებში იცავდა და შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 95 მატჩში 44 გოლი აქვს გატანილი.

ალექს რაეს მიერ შედგენილი სიმბოლური XI ასე გამოიყურება: რონალდ ვატერეუსი, ალან ჰატონი, სოტირის კირგიაკოსი, მარვინ ენდრიუსი, მაიკლ ბოლი, ბარი ფერგიუსონი, ფერნანდო რიკსენი, პეტერ ლოვენკრანდსი, ნაჩო ნოვო, შოთა არველაძე, დადო პრშო.

კომენტარები

ბოლო ამბები