Thumbnail

ჰოლანდიის ერედივიზიე აღარ განახლდება, KNVB უეფას ნებართვას ელის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჰოლანდიური ფეხბურთის ასოციაცია (KNVB) უეფას სეზონის ნაადრევად დასრულების შესახებ მიმართავს - ჰოლანდიელთა არგუმენტი ასეთია, ნიდერლანდების მთავრობამ 1 სექტემბრამდე აკრძალა საჯარო და სპორტული ღონისძიებები ქვეყანაში...

1 სექტემბრამდე სპორტული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სამშაბათის ბრიფინგზე გამოაცხადა. რაც გამორიცხავს ერედივიზიეს მიმდინარე სეზონის გაგრძელებას, რომელიც მარტის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყვეტილია.

ახლა ჰოლანდიურ მხარეს უეფას ნებართვა ესაჭიროება, რომ სეზონი დასრულებულად გამოაცხადოს. მთავრობის გადაწყვეტილებას უკვე დაუჭირა მხარი აიაქსმა და ვიტესმა. 

ახლა KNVB-მ უნდა გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა აიაქსი ჩემპიონად, რომელიც მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით უსწრებს ცხრილში აზ ალკმაარს. გასარკვევია, გავარდებიან თუ არა კლუბები წლევანდელ სეზონში ქვედა დივიზიონში და რომელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ჰოლანდიიდან ევროთასებზე მომავალ სეზონში. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით მსოფლიოში 2.5 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, მათგან 180 ათასი გარდაიცვალა. 700 ათასზე მეტი ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები