Thumbnail

€70 მილიონი 676 კლუბს - უეფა კრიზისში მყოფ კლუბებს ეხმარება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

23 აპრილს უეფამ აღმასკომის სხდომა ვიდეოკონფერენციის სახით გამართა, რომელიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის პირობებში, მორიგი გადაწყვეტილებების მისაღებად შეიკრიბა.

უეფამ გადაწყვიტა ფინანსურად დაეხმაროს კლუბებს - უეფას წევრი 55 ქვეყნის 676 კლუბი ჯამში €70 მილიონს მიიღებს.

მიმდინარე პანდემიის გამო, მსოფლიო ფეხბურთი, ისევე, როგორც სხვა ყველა სფერო, კრიზისშია. ამიტომ უეფამ გადაწყვიტა და დაუყოვნებლი იმოქმედებს. კლუბები თანხას იმისთვის, მიიღებენ, რომ ეროვნულ ნაკრებებს ფეხბურთელებით ამარაგებენ. როგორც წესი, უეფა ამას საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ აკეთებს, მაგრამ ახლა დრო არ ითმენს. 

€50 მილიონ ევროს მიიღებენ ის კლუბები, რომელთა ქვეყნები არ მონაწილეობენ ევროს პლეი ოფში. ასეთი 39 ქვეყანაა.

€17.7 მილიონს მიიღებს პლეი ოფში მონაწილე 16 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, კლუბები, რომელთაც ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელები მიავლინეს. აქ არ ითვლება პლეი ოფში მონაწილეობის თახნა, რომელსაც კლუბები პლეი ოფის გამართვის შემდეგ მიიღებენ.

€2.7 მილიონი სწორედ პლეი ოფის დასრულების შემდეგ გაიცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები