Thumbnail
  • FourFourTwo-ს TOP 25 ბოლო 25 წელიწადში
  • პირველ-მეორე ადგილზე გასული ფეხბურთელები იოლი გამოსაცნობია
  • 25 რჩეული ფეხბურთელიდან 7 სამხრეთამერიკელია და 18 - ევროპელი

FourFourTwo-მ ბოლო 25 წლის განმავლობაში მსოფლიოს 25 საუკეთესო ფეხბურთელისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. 

სიის სათავეში, როგორც მოსალოდნელიც იყო, ბარსელონას არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესია, რომელსაც კარიერაში ექვსი "ოქროს ბურთი" და კატალონიურ კლუბთან ერთად არაერთი გუნდური ჯილდო აქვს მოპოვებული.

მესი და რონალდო მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავებად რჩებიან

ლიდერთა სამეულში არიან იუვენტუსის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და ამავე გუნდისა და მადრიდის რეალის ყოფილი ვარსკვლავი ზინედინ ზიდანი. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ამჟამად რეალის მთავარი მწვრთნელია.

FourFourTwo-ს რჩეულთა შორის 18 ფეხბურთელი ევროპიდანაა და მხოლოდ შვიდია სამხრეთამერიკელი. აღსანიშნავია, რომ სიაში ყველაზე მეტი, 5-5 წარმომადგენელი, ბრაზილიიდან და ესპანეთიდანაა.

FourFourTwo-ს TOP 25

1. ლიონელ მესი (არგენტინა)
2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
3. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
4. რონალდო (ბრაზილია)
5. რონალდინიო (ბრაზილია)
6. ტიერი ანრი (საფრანგეთი)
7. ჩავი ერნანდესი (ესპანეთი)
8. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
9. პაოლო მალდინი (იტალია)
10. რობერტო ბაჯო (იტალია)
11. რივალდო (ბრაზილია)
12. ფაბიო კანავარო (იტალია)
13. რაიან გიგზი (უელსი)
14. კაკა (ბრაზილია)
15. უეინ რუნი (ინგლისი)
16. ლუიშ ფიგუ (პორტუგალია)
17. გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა)
18. ერიკ კანტონა (საფრანგეთი)
19. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
20. სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი)
21. რაული (ესპანეთი)
22. პოლ სქოულზი (ინგლისი)
23. რომარიო (ბრაზილია)
24. სერხიო რამოსი (ესპანეთი)
25. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

კომენტარები

ბოლო ამბები