Thumbnail

'ამას აზრი დაეკარგა' - რუსეთში სეზონი, ალბათ, აღარ განახლდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრ ალაევმა განაცხადა, რომ რუსული პრემიერ-ლიგისა და პირველი დივიზიონის ტურნირების განახლება არ მიაჩნიათ სასურველ საქციელად. 

"როგორ დავაძალოთ ფეხბურთელებს, რომელთაც ნახევარი წელიწადია ფეხბურთი არ უთამაშიათ, თვეში 11 მატჩი ჩაატარონ? ამას აზრი დაეკარგა. პირველ დივიზიონში ორ მესამედზე მეტი გასულია და ამ ტურნირის დასრულებულად გამოცხადება შესაძლებელია".

ჯერჯერობით ღიად რჩება რუსეთის თასის საკითხი, რომლის შესახებაც მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას. 

დიდი ალბათობით, პრემიერ-ლიგიდან არავის გააგდებენ და როტორსა და ხიმკის დაიმატებენ, თუ ეს უკანასკნელები ლიცენზირებას გაივლიან.

რუსეთის ჩემპიონად, დიდი ალბათობით, ზენიტი გამოცხადდება. ყველაფერი რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომზე უნდა დამტკიცდეს, სადაც მთავრობის რეკომენდაციასაც გაითვალისწინებენ. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-ლიგაში ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი), გია გრიგალავა (არსენალი), ჯიმი ტაბიძე (უფა) და საბა კვერკველია (ლოკომოტივი) თამაშობენ. ამასთან, პირველი დივიზიონის როტორის წევრია ბექა მიქელთაძე. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა უკვე ჩინეთს გადაუსწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები