Thumbnail

მეოთხე დადებითი ტესტი - პაულო დიბალა კორონავირუსს ვერაფრით ამარცხებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტურინის იუვენტუსის არგენტინელ თავდამსხმელს პაულო დიბალას ტესტმა კორონავირუსულ ინფექციაზე ისევ დადებითი პასუხი აჩვენა. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა ბოლო ექვს კვირაში უკვე მეოთხედ გაიკეთა ტესტი, რომელიც მის ორგანიზმში დაავადების არსებობას აჩვენს. ახლა პაულოს ანტისხეულების არსებობაზე სისხლის ანალიზის გაკეთება და უფრო ინტენსიური თერაპიის ჩატარება მართებს.

ტურინული კლუბი წვრთნის პროცესის განახლებას მაისიდან აპირებს

შეგახსენებთ, რომ დიბალას თანაგუნდელი დანიელე რუგანი პირველი ფეხბურთელი იყო სერია A-ში, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. მალევე, 21 მარტს, პაულომ დაწერა, რომ ის და მისი მეგობარი გოგონა ორიანა საბატინიც დაავადებულნი იყვნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა, მაგრამ აპრილის დასაწყისში ორიანამ საზოგადოეას COVID 19-ზე მორიგი დადებითი ტესტის შესახებ ამცნო.

საშიში ინფექცია პაულოსა და ორიანასაც შეხვდათ

აღსანიშნავია ის, რომ პაულო დიბალა სერია A-ს ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელსაც მსგავსი პრობლემები აქვს. ატალანტას მეკარე მარკო სპორტიელოც თვეზე მეტია ვერ ახერხებს ინფექციის დამარცხებას.

იტალიის ჩემპიონატი, როგორც ევროპის თითქმის ყველა ლიგა, შეჩერებულია. სერია A-ში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს იუვენტუსი 63 ქულით ლიდერობს. დიბალამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 34 მატჩში 13 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა 

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის ინფექციით დაავადების 200 ათასამდე შემთხვევაა აღრიცხული. 27 ათაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

ბოლო ამბები