Thumbnail

შვეიცარია 8 ივნისიდან! სუპერლიგაში სეზონის განახლებას აპირებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

შვეიცარიის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო და ერთ-ერთი პუნქტი ქვეყნის საფეხბურთო ლიგასაც შეეხო.

ადგილობრივი სუპერლიგის გუნდებს უფლება მიეცათ, თამაში 8 ივნისიდან განაახლონ, თუკი, რასაკვირველია, მანამდე, ქვეყანაში მდგომარეობა უარესობისკენ არ შეიცვლება.

ფეხბურთელებს სრულფასოვანი ვარჯიშებში ჩართვა 8 მაისიდან შეეძლებათ და ფორმაში შესასვლელად 1 თვე ექნებათ, თუმცა კი, მატჩების ჩატარება ცარიელი ტრიბუნების თვალწინ მოუწევთ.

შვეიცარიაში სეზონი 23 თებერვალს შეწყდა, როდესაც 23 ტურის მატჩები იყო გამართული. ამ დროისთვის, 45-45 ქულით იანგ ბოიზი და სენტ გალენი ლიდერობენ, ბაზელის აქტივში კი 40 ქულაა.

ამ დროისთვის, შვეიცარიაში კორონავირუსით 29 407 ადამიანია ინფიცირებული, 1 699 კი გარდაიცვალა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე სამ მილიონს აჭარბებს, ხოლო 219 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები