Thumbnail

'სეზონის დასრულება შესაძლებელია' - ფიფა V უეფა, ექიმების ომი 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპული ფეხბურთი გაჩერებულია (ბელარუსი გამონაკლისია). უეფას პრიორიტეტი კი სეზონის ჩამთავრება, როგორც ეროვნული პირველობების, ასევე ევროტურნირების. უეფას პოზიციას ფიფა არ იზიარებს.

გუშინ ფიფას ექიმთა ჯგუფის შეფმა, ბელგიელმა მიშელ დ'ოგიმ განაცხადა, რომ უმჯობესია, მინიმუმ, სექტემბრამდე ფეხბურთი დავივიწყოთ. დღეს მას უეფას მთავარი ექიმი ტიმ მაიერი გამოეხმაურა. ის ფიქრობს, რომ სეზონი განწირული სულაც არ არის...

ტიმ მაიერი (უეფა): "ყოველი ტურნირის განახლების წინ ყველა საჭირო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით გავლილი, რადგან ფეხბურთელებისა და ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობა, რომლებიც ტურნირების ჩატარებასთან კავშირში იქნებიან, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. 

ყველა ამ პროტოკოლის გათვალისწინებით, ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭიდრო კავშირში ნამდვილად შესაძლებელია 2019/20 წლების სეზონის დასრულება". 

შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულად გამოცხადდა ორი ევროპული პირველობა - ჰოლანდიის ერედივიზიე და საფრანგეთის ლიგა 1. ორივე ამ ქვეყანაში სპორტულ ღონისძიებებზე მთავრობის აკრძალვა მოქმედებს.

კომენტარები

ბოლო ამბები