Thumbnail

ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პანდემიის პერიოდში საქველმოქმედო ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული.

პორტუგალიელი სპეციალისტი თავად დაატარებს ხილსა და ბოსტნეულს საკლუბო ბოსტნიდან, რომელსაც ჩვეულებრივ ტოტენჰემის მზარეულები იყენებენ, ახლა კი, იქიდან პროდუქტები სპეციალურ ცენტრში მიდის.

ცობისთვის, გამანაწილებელი პუნქტი ასევე ტოტენჰემის სტადიონზეა მოწყობილი და მას ლონდონის ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია კურირებს.

იქიდან პროდუქტები ყველაზე შეჭირვებული ხალხისთვის მიაქვთ, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის დროს გარეთ გასვლასაც ვერ ახერხებენ.

დიდი ბრიტანეთი პანდემიის დროს დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი პირველია. იქ უკვე 165 221 ადამიანია ინფიცირებული, 26 097 კი გარდაიცვალა. მთელს მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 3 221 617-ს მიაღწია, ხოლო 228 263 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები