Thumbnail
  • რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტური პანდემიის გამო ვერ ჩატარდა
  • საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს თბილისში 14 მარტს უნდა ეთამაშათ
  • რუსეთის ნაკრებს ბორჯღალოსნებთან გადადებული მატჩის ჩატარება სურს

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, "ბორჯღალოსნებს" რუსეთის ნაკრებისთვის 14 მარტს, თბილისში უნდა ემასპინძლათ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა ბოლო მომენტში გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს - პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებს, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილება. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

მიუხედავად ამისა, რომ მატჩის სპორტული მნიშვნელობა მინიმალურია, რუს მორაგბეებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში მაინც სურთ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე იგორ არტმიევმა ისაუბრა:

"სტარტი ცუდი გამოგვივიდა, მაგრამ ბოლო ორი მატჩი კარგად ჩავატარეთ. თუკი პორტუგალიასთან გამართლების გამო მოვიგეთ, რუმინელებს სუფთად ვაჯობეთ. რუმინეთი კი სუსტი გუნდი არაა. გვსურს ბოლომდე და ღირსეულად ჩავამთავროთ ჩემპიონატი", - აქვეყნებს არტემიევის სიტყვებს რუსული მედია.

რუსეთის ნაკრებმა ბორჯღალოსნებთან ზედიზედ 18 მატჩი წააგო

აღსანიშნავია, რომ მანამდე რაგბი ევროპამაც გამოაცხადა, რომ ჩემპიონატის ჩამთავრებას აპირებს, თუმცა გაიმართება საქართველო-რუსეთის დაპირისპირება, ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შეიძლება ოქტომბრის ბოლოსთვის ჩატარდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები