Thumbnail

5-7 მაისს ტესტები, შემდეგ კი ვარჯიშები - ესპანეთში იწყებენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ესპანური მარკას ინფორმაციით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლა ლიგის ფეხბურთელებს 5-7 მაისს კორონავირუსის ტესტები ჩაუტარდებათ. ის ფეხბურთელები, რომლებსაც უარყოფითი პასუხი ექნებათ, რა ნიშნავს, რომ სრულიად ჯანმრთელები არიან, 48 საათში ვარჯიშის უფლებას მიიღებენ. 

მოკლედ, მაქსიმუმ 8-9 მაისის შემდეგ, ლა ლიგის გუნდები ვარჯიშების განახლებას შეძლებენ. ბუნებრივია, იმოქმედებს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითვალისწინებს. თუ როდის განახლდება ესპანეთის ჩემპიონატი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარჯიშების დაწყება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

კომენტარები

ბოლო ამბები