Thumbnail

სერია A-ს ყველა კლუბი თანახმაა - ჩემპიონატი უნდა გაგრძელდეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

იტალიის ლეგა კალჩომ დიდი ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ სერია A-ს შეწყვეტილი სეზონი განახლდეს და დარჩენილი შეხვედრები გაიმართოს. ლეგა კალჩოს კონფერენციაზე იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის 20-ვე გუნდმა მიიღო მონაწილეობა და კონსენსუსი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შედგა.

რაც მთავარია, 20-ვე გუნდმა გამოთქვა მზადყოფნა რომ სეზონი განახლდეს და დარჩენილი შეხვედრები გაიმართოს. კლუბებმა შეთანხმებას მიღწიეს სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან შემოსული თანხების განაწილებასთან დაკავშირებით. იყო ლაპარაკი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და ამ საკითხშიც სრული კონსენსუსი იყო. ხელი მოეწერა სპეციალურ დოკუმენტს, რომლის ძალითაც, 20-ვე კლუბი მზადაა ჩემპიონატი განაახლოს. 

აქამდე, სერია A-ს რამდენიმე კლუბს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მათ შორის ბრეშას და ჯენოას, თუმცა საბოლოოდ, მათ ჩემპიონატის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს. იტალიის მთავრობამ საფეხბურთო გუნდებს ვარჯიშის უფლება 18 მაისიდან დართო, სერია A კი სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები