Thumbnail

პირველები სერია A-ში - სასუოლო ორშაბათიდან ვარჯიშს იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

სერია A-ს სასუოლომ ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ გუნდი ვარჯიშს 4 მაისიდან განაახლებს. სასუოლო იტალიის ჩემპიონატის პირველი კლუბია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო...

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა, 4 მაისიდან ფეხბურთელებს ბაზაზე ინდივიდუალური ვარჯიშის უფლება მიეცათ, ხოლო 18 მაისიდან უკვე გუნდური ვარჯიშის. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

სასუოლო ვარჯიშს მკაცრი რეგულაციების დაცვით განაახლებს. ვარჯიშები ინდივიდუალური ხასიათის იქნება. ფეხბურთელებს არ ექნებათ უფლება ისარგებლონ გასახდელით, კლუბის ოფისით ან ტრენაჟორების დარბაზით. მათ მხოლოდ მოედანზე გასვლა შეეძლებათ, სადაც უნდა დაიცვან სოციალური დისტანციის წესები. 

სასუოლოს სამ მოედანზე ერთბაშად მხოლოდ 6 ფეხბურთელს შეეძლება ვარჯიში, თითოეულ მათგანს ნახევარი მოედანი დაეთმობა. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 9 მარტის შემდეგ შეწყვეტილია. 26 ტურის შემდეგ ტურნირს იუვენტუსი ლიდერობს, სასუოლო 32 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები